logo
ENG



ვოლსკი უკრაინაში ჩასვლაზე: ვნახოთ, არის გარკვეული საკითხები, შეიძლება პოზიციებიც გაიყოს

11 აპრ 202217:35
3 წუთის საკითხავი
 
ვოლსკი უკრაინაში ჩასვლაზე: ვნახოთ, არის გარკვეული საკითხები, შეიძლება პოზიციებიც გაიყოს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მმართველი გუნდის უკრაინაში ჩასვლაზე ამბობს, რომ "ამასთან დაკავშირებით არის გარკვეული საკითხები და შეიძლება პოზიციები გაიყოს". ეს ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე თქვა, სადაც უკრაინაში ქართული დელეგაციის ჩასვლის საკითხს განიხილავდნენ.

"რაც შეეხება ჩასვლას, ვნახოთ, ამასთან დაკავშირებით არის გარკვეული საკითხები, შეიძლება პოზიციებიც გაიყოს" - თქვა ვოლსკიმ.

ხატია დეკანოიძემ მას სთხოვა დაკონკრეტება, "საზოგადოებამ რომ გაიგოს, უმრავლესობა მიდის თუ არ მიდის", რაზეც ვოლსკიმ უპასუხა "არ ვიცი-თქო, ასე გაეცი პასუხი".

"არავის ექსკლუზიური უფლება არ არის, შეაფასოს მდგომარეობა და წარმოიდგინეთ, ეს არც პარტიული და არც პიროვნული წყენების თემას არ ეხება. არანაირად არ შეიძლება იყოს მითუმეტეს განხილული, რომელიმე პარტიის მიერ, იმის ექსკლუზიურ უფლებად, უკრაინაში ვინ ჩავიდეს, ვინ არ ჩავიდეს და ვინ როგორ მოიქცეს. იცით, რომელ პარტიაზეცაა ლაპარაკი. მითუმეტეს, არავის არ ეშლება არანაირი საქციელი და დამოკიდებულებები ამასთან დაკავშირებით"- თქვა ვოლსკიმ.

დღეს, ქარული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ, "როცა საჭირო იქნება და პროტოკოლურად შეთანხმდება", უკრაინაში ჩავლენ.

მისი თქმით, საკითხი უმრავლესობამ განიხილა.

რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა ბუჩაში ჩასასვლელად ყველა პარლამენტარი, მათ შორის შალვა პაპუაშვილიც მიიწვია. აქედან მალევე თავმჯდომარის კაბინეტმა გააკეთა განცხადება, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პაპუაშვილი დისტანციურ რეჟიმში მუშაობს, მოგვიანებით კი პაპუაშვილმა მიწვევას არასათანადო უწოდა.


close დახურვა