logo
ENG



ვრცელდება ბინძური ტყუილები და ფეიკ ნიუსები ჩემზე და ჩემს კოლეგებზე - მამუკა მდინარაძე

15 ნოე 201915:27
3 წუთის საკითხავი
 
4tn6udrvzewq8bq.png

უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ ოპოზიციური პარტიების მხრიდან ვრცელდება დეზინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მან აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფა მიაყენა. იგი გავრცელებულ ინფორმაციებს "ფეიკ ნიუსად" აფასებს. 

"ყველა ადმაინის გულწრეფლი პროტესტი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ხალხი ჩვენს უკან რომ არის, ეს  არ ნიშნავს იმას, რომ იქაც აქციაზეც, არ არის. ზოგიერთმა ირაკლი კობახიძის განცხადებები არასწორად გაიგო. ვრცელდება ინფორმაციები, თითქოს მე და ჩემმა კოლეგებმა მივაყენეთ შეურაცხყობა აქციის წევრებს, რაც არის ბინძური კამპანია. შემიძლია კონკრეტული ფოტოც წარმოგიდგინოთ, თითქოს მე კონკრეტულ ადამიანებს ვაყენებ შეურაცხყობას, ესაა ბინძური ტყუილი და "ფეიკ ნიუსები" "ნაციონალური მოძრაობის",- აცხადებს მდინარაძე.


close დახურვა