logo
ENG



ვუჩიჩი: ევროპულ გზაზე უკრაინის დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებთ

08 აგვ 202619:59
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/08/unelvts04twnfph.png

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ბელგრადში იმყოფება, სადაც ქვეყნის ლიდერს, ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ორი ქვეყნის ლიდერმა მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილები გააჟღერა.

სერბეთის ლიდერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბელგრადი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ უჭერს მხარს. სერბეთის პრეზიდენტის თქმით, არ ფიქრობს, რომ უკრაინა ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანდება, თუმცა ბელგრადი კიევს ევროინტეგრაციის გზაზე დახმარებას გაუწევს.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ გაეროს წესდებას, მის რეზოლუციებს და ეს გაეროს ყველა წევრის ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასაც ნიშნავს. ასევე, ჩვენ უკრაინის მადლობელი ვართ, სერბეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. რაც შეგვეხება ჩვენ, ამ პრინციპულ პოლიტიკას გავაგრძელებთ. ამ საკითხში არავითარი „მაგრამ“ არ არსებობს.

გვსურს, რომ უკრაინამ მოლაპარაკებების ყველა კლასტერი რაც შეიძლება მალე გახსნას და დახუროს, რადგან ეს უკრაინელი ხალხისა და ხელმძღვანელობის სურვილია. ჩვენ ამასთან დაკავშირებით პრობლემა არც აქამდე გვქონია და არც მომავალში გვექნება. პირიქით, ევროპულ გზაზე უკრაინის დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებთ", - თქვა ალექსანდრ ვუჩიჩმა. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სერბეთი უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. პარალელურად, უკრაინის ლიდერმა ქვეყნის საჰაერო თავდაცვის კრიტიკულ საჭიროებებსა და ამერიკასთან მიღწეულ შეთანხმებაზე ისაუბრა. 


close დახურვა