logo
ENG



ზაალ უდუმაშვილი: პატრიარქის შემცვლელი დღეს ხელისუფლებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი

06 ნოე 201921:31
3 წუთის საკითხავი
 
mvptiwoejye8k5g.jpg

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება ემზადება 2020 წლის არჩევნებისთვის და ეს საპატრიარქოზეც აისახება.

„რა თქმა უნდა, პატრიარქის შემცვლელი დღეს ხელისუფლებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს ხელისუფლებას აღარ აქვს რესურსი 2020 წლის არჩევნების მოგების. არჩევნებს მარტო ფულით ვერ იგებ. ახლა ეძებენ ყველანაირ გზას, რომ რაღაცნაირად გაუმკლავდნენ იმას, რასაც ჰქვია 2020 წლის არჩევნები და, შესაბამისად, მომავალი პატრიარქი შესაძლოა იყოს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ხელისუფლება ახლა ეძებს მისთვის კეთილგანწყობილ კანდიდატურას, რომელმაც შეიძლება ეკლესია გადაიბაროს,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა

ზაალ უდუმაშვილი სოფო ზურაბიშვილის კითხვებს პასუხებს გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“.


close დახურვა