logo
ENG



ზალუჟნიმ მილიონი დოლარი მემკვიდრეობით მიიღო და უკრაინის ჯარს გადასცა

25 იან 202311:27
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/25/m5rzq1zcfvs6idf.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ მემკვიდრეობით $1 მილიონი მიიღო და ფული უკრაინის არმიას გადასცა. New York Times წერს, რომ ზალუჟნის მემკვიდრეობა უკრაინული წარმოშობის ამერიკის მოქალაქემ, გრეგორი სტეპანეცმა დაუტოვა.

გამოცემა არ აზუსტებს, იცნობდნენ თუ არა ზალუჟნი და სტეპანეცი ერთმანეთს ან აკავშირებდათ თუ არა ნათესაური კავშირი, ან იყო თუ არა ანდერძში პირობა, რომ თანხა უკრაინული არმიისთვის უნდა გადაეცა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესსამსახურმა ანდერძისა და შემოწირულების ფაქტი დაადასტურა.

New York Times უკრაინის ეროვნულ ბანკზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს უკრაინის მოქალაქეებმა და კომპანიებმა შეიარაღებულ ძალებს დაახლოებით $500 მილიონი შესწირეს.


close დახურვა