logo
ENG



ზალუჟნი: დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებმა იციან მისი გემო - სისხლისა და სიკვდილის

24 აგვ 202211:39
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/24/qmlv2sbl1ixo11c.jpg

როგორ შეიძლება დამოუკიდებლობა შეიგრძნო? ვინც იბრძვის მისთვის, იცის მისი გემოც. ეს არის კანში ჩამჯდარი მიწის გემო. სისხლისა და სიკვდილის გემო, რომლითაც გაჯერებულია ჰაერი. ცრემლების მლაშე გემო.

დამოუკიდებლობა ესაა პასუხისმგებლობა, რომელიც მხრებზე გაწევს. ბრძოლისკენ მიდიხარ და იცი, რომ იქიდან ყველა ვერ დაბრუნდება. ცოცხლებიც და დაღუპულებიც მუდამ შენთან რჩებიან. სინდისსა და ხსოვნაში.

დამოუკიდებლობას აქვს ხმა. ეს წინაპრების ხმებია. ისინი კვდებოდნენ ბრძოლებში, გულაგებში. ესაა დედების ყვირილი, რომლებიც თავიანთ შვილებს მარხავენ. მათი ხმა, ვინც მშვიდობიან ქალაქებსა და სოფლებში თავიანთი სახლების ნანგრევების ქვეშ შველას ითხოვს. ჩვენი შვილების ხმა, რომლებსაც არ აურჩევიათ დაბადების ადგილი და დრო, რომლებსაც მოუწიათ ომის დროს ცხოვრება.

დამოუკიდებლობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს ადამიანები, რომლებიც მზად არიან მისთვის იბრძოლონ.

მადლობა თქვენ, უკრაინის დამცველებო! პატივი მაქვს თქვენთან ერთად ვიმსახურო!

მარადიული ხსოვნა დაღუპულ გმირებს!

მარადიული დიდება ცოცხლებს!

დიდება უკრაინას!


close დახურვა