უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის განცხადებით, ოკუპანტებმა ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებში საომარი მოქმედებების ინტენსივობა სამჯერ გაზარდეს.
მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფრონტზე ყოველდღიურად 80-მდე თავდასხმა ხორციელდება. როგორც ზალუჟნი ტელეგრამ არხზე წერს, სწორედ ეს საკითხი განიხილა ევროპაში NATO-ს გაერთიანებული ძალების მთავარსარდალთან და ევროპაში აშშ-ის ძალების მეთაურთან, გენერალ კრისტოფერ კავოლისთან.
"განვიხილეთ ფრონტზე არსებული ვითარება, რომელიც დაძაბული, მაგრამ კონტროლირებადია. მოწინააღმდეგემ სამჯერ გააძლიერა საომარი მოქმედებების ინტენსივობა ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზე - ყოველდღიურად 80-მდე შეტევაა. ჩვენი ჯარისკაცების სიმამაცისა და ოსტატობის წყალობით ვინარჩუნებთ თავდაცვას“, - თქვა ზალუჟნიმ.