რუსეთში ამერიკელი კონგრესმენების მიერ კრემლისთვის უფრო მკაცრი სანქციების დაწესების ინიციატივას „პოპულისტური" უწოდეს.
ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ ამერიკელი კანონმდებლებს, თავიანთი ცნობადობის გაზრდა სურთ, მაშინ როდესაც მოსკოვისთვის ახალი სანქციების დაწესებას ცდილობენ.
მარია ზახაროვას განცხადებით, ცალმხრივი აკრძალვები - პოლიტიკური, სავაჭრო, ეკონომიკური და გადაადგილების მიმართულებით - არალეგალურია და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებას ხელს უშლის.
შეგახსენებთ, რომ 10 ივნისს, „რესპუბლიკელმა" კონგრესმენებმა - ჯო უილსონმა და მაიკ ჯონსონმა ანგარიში გამოაქვეყნეს, სადაც პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებაზეა საუბარი.