logo
ENG



ზახაროვა ზელენსკიზე: სააკაშვილის ბედი ელის ყველას, ვინც სული ამერიკელებს მიჰყიდა

20 თებ 202321:42
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/20/3bl8le7wwq0xew8.jpg

ისტორია შოუდან "შუშის მიღმა სააკაშვილთან ერთად" სულ უფრო საინტერესო ხდება. მსოფლიომ ნახა კადრები, სადაც მიშიკო საწოლამდე მისვლას ვერ ახერხებს - თუმცა უცნობია, საიდან ჩაუვარდა ხელში ეს კადრები CNN-ს. ყველამ იცის, რომ სააკაშვილი არის დასავლეთის მიერ შემუშავებული პროექტი ყველა თვალსაზრისით (თან ორჯერ დამუშავებული - მეორედ უკრაინაში). ის დიდი ხანია გადააგდეს, ზუსტად იმათმა, ვინც თავის დროზე, მასში რესურსი ჩადო...

Reuters გამოაქვეყნა პირადი გამოძიება, რომელიც ამერიკის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ მიშიკოს უკვე დიდი ხანია ლობირებს ჯგუფი აკერმანი. ამ ლობისტური ჯგუფის ერთ-ერთი პარტნიორი არის მასიმო დანჯელო - რომელიც "სრულიად შემთხვევით" მიხეილ სააკაშვილის ადვოკატია. სააკაშვილი ფულს იხდის იმისთვის, რომ მის შესახებ დასავლეთში არ დაივიწყონ...

სააკაშვილისა და გუაიდოს ბედი ელის ყველას, ვინც საკუთარი სული ამერიკელებს მიჰყიდა: დაწყევლილები საკუთარი ერით, არავის არ სჭირდებიან, იძულებული არიან დახარჯონ ამერიკაში, საკუთარი ქვეყნის ღალატისთვის ნაშოვნი ფულები ამერიკელ ადვოკატებზე. როცა დაათვალიერებთ დღეს ბაიდენის და მისი შეგირდის ზელენსკის ფოტოებს კიევში, არ დაგავიწყდეთ სხვა ამერიკული პროექტების ბედი.


close დახურვა