ჩვენ გვესმის, რომ ენერგორესურსები ძვირდება, ცხოვრება ძვირდება, მაგრამ ხალხს უნდა ესმოდეს, რომ ეს არა დასავლეთის მხრიდან უკრაინის დახმარების, არამედ რუსეთის ქმედებების გამო ხდება.
რა თქმა უნდა, მესმის, რომ სიტუაცია ძალიან მძიმეა, მაგრამ ნება მომეცით გავიხსენო, რომ Covid-19 პანდემიისას, რომელიც ისევ ჩვენთანაა, როცა ფასები ძალიან გაიზარდა, ამან გავლენა უკრაინაზეც იქონია. ფასები უკრაინაშიც იზრდება, მაგრამ გარდა ამისა ჩვენს ხალხს კლავენ. ასე რომ, როცა იწყებთ ცენტების დათვლას თქვენს საბანკო ანგარიშზე ან თქვენს ჯიბეებში, ჩვენც იმავეს ვაკეთებთ და ასევე ვითვლით დაღუპულებს.