logo
ENG



ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ზალუჟნის შეცვლაზე ფიქრობს

05 თებ 202410:37
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/05/k64u4o1625g82s3.jpg

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის შეცვლაზე ფიქრობს. ამის შესახებ მან იტალიურ ტელეარხ RAI-სთან ინტერვიუში ისაუბრა. 

"ზალუჟნი? ჩვენ გვჭირდება გადატვირთვა, ხელმძღვანელობის შეცვლა და არ მხოლოდ სამხედრო [ხელმძღვანელობის]... გადატვირთვა, ახალი დასაწყისი ნამდვილად საჭიროა", - განაცხადა ზელენსკიმ. 

პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ როდესაც გადატვირთვაზე საუბრობს, გულისხმობს მთავრობის ლიდერების მთელი რიგის როტაციას და არა მხოლოდ ერთ სექტორში. 

"ეს ეხება ერთზე მეტ ადამიანს და ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართულებებს", - ამბობს ის. 


close დახურვა