logo
ENG



რუსეთის მიერ უკრაინაზე მორიგ თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 2 ბავშვია

22 ოქტ 202511:26
3 წუთის საკითხავი
 
2025/10/22/vlmxtiuitiq2cc1.png

რუსეთის მიერ უკრაინაზე დრონებითა და რაკეტებით თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 2 ბავშვია. თავდასხმის შედეგად დაშავებულია 17 ადამიანი.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დაზარალდა ენერგეტიკის სექტორი, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა.

"კიდევ ერთი ღამე, რომელიც ადასტურებს, რომ რუსეთი საკმარის ზეწოლას ვერ გრძნობს ომის გახანგრძლივებისთვის", - ამბობს პრეზიდენტი.

რუსეთის დატყმების შედეგად დაზარალდა კიევის, ოდესის, ჩერნიგოვის, დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, პოლტავას, ვინიცას, ზაპოროჟიეს, ჩერკასის და სუმის რეგიონები.


close დახურვა