უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაასახელა ის პირობა, რომლის შესრულების შემთხვევაში, მზად იქნება რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყოს.
როგორც ზელენსკიმ CTV-სთან და CBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა, მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების დაბრუნების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
ზელენსკიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სხვა შემთხვევაში მოლაპარაკებები არ გაიმართება, რადგან ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმების შემდეგ, ქვეყანამ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებაზე ოფიციალურად უარი განაცხადა.
"რეფერენდუმებმა წერტილი დასვეს ამ ისტორიაში. მათ შეუძლიათ დაგვიბრუნონ ჩვენი ტერიტორიები, თუ უნდათ მოლაპარაკებების დაწყება. უნდა გავიდნენ ჩვენი ტერიტორიიდან და დატოვონ ჩვენი მიწა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, როგორშიც 1991 წელს იყო. ამის შემდეგ, ჩვენ ვიტყვით, რა ფორმატში და ვისთან ვართ მზად, რომ ვილაპარაკოთ. ეს სამართლიანია. იმისათვის რომ ვისაუბროთ, უნდა გადავახვიოთ იმ მოვლენებამდე, როცა ჩვენი სახელმწიფოები საუბრობდნენ. ეს კი ომამდე იყო - 2014 წლამდე", - ამბობს ზელენსკი.
მედიის ცნობით, უკრაინამ პუტინთან მოლაპარაკებაზე ოფიციალურად უარი განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განკარგულებას ხელი 4 ოქტომბერს მოაწერა.