logo
ENG



ზელენსკიმ რეზნიკოვი თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადააყენა

04 სექ 202300:09
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლექსი რეზნიკოვი თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადააყენა.

მისი თქმით, "ახალი მიდგომების" დროა.

ზელენსკის განცხადებით, თავდაცვის მინისტრის პოსტს რუსტემ უმეროვი დაიკავებს, რომელიც ამჟამად უკრაინის სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელია. პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინის რადა უმეროვის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

ოლექსი რეზნიკოვი თავდაცვის მინისტრის პოსტს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე იკავებდა.


close დახურვა