![2021/08/23/ky7cx2k6txzo3gj.jpg](/uploads_script3/articles/2021/08/23/ky7cx2k6txzo3gj.jpg)
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირაკლი ღარიბაშვილი "დამსახურებისთვის" პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ ასევე დააჯილდოვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი, პოლონეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ფინეთის, სლოვაკეთის და მოლდოვას პრეზიდენტები; რუმინეთის, სლოვაკეთის და ხორვატიის პრემიერმინისტრები.
ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში ყირიმის პლატფორმის სამიტში მიიღო მონაწილეობა. სამიტში 40-ზე მეტი ქვეყანა იღებდა მონაწილეობას.