logo
ENG



ზელენსკიმ 178 რუსს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, სანქციები დაუწესა

11 ივნ 202320:32
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკიმ 178 რუსს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 178 რუსს სანქციები დაუწესა.

სანქცირებულ პირთა შორის რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებიც არიან. შესაბამისი განკარგულება ზელენსკის ოფიციალურ საიტზე უკვე გამოქვეყნდა.

უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებით სანქციები 5 წლის განმავლობაში იმოქმედებს.

განკარგულების თანახმად, ე.წ. შავ სიაში რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ზორკინიც მოხვდა.


close დახურვა