![2022/09/01/t14h0kf87afy3x7.jpg](/uploads_script3/articles/2022/09/01/t14h0kf87afy3x7.jpg)
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონბასის ცხელ წერტილებში ვითარება კვლავ რთულია.
"დონბასში კვლავ ძალიან მძიმე ბრძოლებია - რეგიონის ცხელი წერტილები არ შეცვლილა. ჩვენი ბიჭები მტკიცედ იკავებენ პოზიციებს. მადლობა თითოეულ ჯარისკაცს გამძლეობისთვის!" - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.