logo
ENG



ზელენსკის თქმით, მსოფლიოში ტერორის ყველაზე დიდი წყარო რუსეთია

13 სექ 202212:19
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/13/j4z9dde35zac9xb.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მსოფლიოში ტერორის ყველაზე დიდი წყარო რუსეთია.

"რატომ შეუძლია მსოფლიოში ტერორის ყველაზე დიდ წყაროს - რუსეთს, ჯერ კიდევ აწარმოოს ომი? და რატომ შეუძლია ომის წარმოება ასეთი სასტიკი და ცინიკური გზით? არსებობს მხოლოდ ერთი მიზეზი - არასაკმარისი ზეწოლა რუსეთზე. ამ სახელმწიფოს ტერორზე არ არის საკმარისი რეაგირება.

უბრალოდ შეხედეთ, რუსეთი რის უფლებას აძლევს საკუთარ თავს? ისტორიაში არც ერთ სხვა ტერორისტს არ გაუკეთებია ამდენი რამ ერთდროულად. რადიაციული ტერორი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, სადაც ექვსი ენერგობლოკია. მხოლოდ რუსული ჯარების ყოფნამ სადგურზე, მხოლოდ რუსეთის მუდმივმა პროვოკაციებმა და სადგურის ტერიტორიის დაბომბვამ დააყენა უკრაინა და მთელი ევროპა რადიაციული კატასტროფის ზღვარზე," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ ენერგორესურსებზე - ელექტროენერგიაზე, ფასების მატების გამო მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მაცხოვრებლები იტანჯებიან. მისი თქმით, რუსეთი ამას მიზანმიმართულად აკეთებს.


close დახურვა