logo
ENG



ზელენსკი: ბოლომდე ვიბრძოლებთ, დავიცავთ ჩვენს მიწას, რა ფასიც არ უნდა დაგვიჯდეს ეს

08 მარ 202221:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/08/tltyuhot06o8kh4.png

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი თემთა პალატის წევრებს სიტყვით მიმართა და მხარდაჭერისთვის ქვეყნის პრემიერმინისტრს ბორის ჯონსონს მადლობა გადაუხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა ბრძოლას გააგრძელებს და თავის ტერიტორიებს დაიცავს.

"ყოფნა?... არ ყოფნა?... საკითხავი ჩვენთვის ახლა აი ეს არის. ეს შექსპირისეული კითხვაა. ამ დღეების განმავლობაში ეს კითხვა შეიძლებოდა დასმულიყო უკრაინის მისამართით. საბოლოო პასუხი შემიძლია გითხრათ, უდავოდ კი - ყოფნა. მინდა გაგიმეოროთ სიტყვები, რომლებიც უკვე გაგიგიათ და ჯერ კიდევ აქტუალურია: ჩვენ არ დავნებდებით. ჩვენ არ წავაგებთ. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ - ვიბრძოლებთ ცასა და ზღვაში, დავიცავთ ჩვენს მიწას, რა ფასიც არ უნდა დაგვიჯდეს ეს. ვიბრძოლებთ ყველგან და არ დავნებდებით", - განაცხადა ზელენსკიმ.


close დახურვა