logo
ENG



ზელენსკი: დარია დუგინას მანქანის აფეთქებაში ეჭვმიტანილი ჩვენი პასუხისმგებლობა არ არის

23 აგვ 202221:26
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: დარია დუგინას მანქანის აფეთქებაში ეჭვმიტანილი ჩვენი პასუხისმგებლობა არ არის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო უკრაინის პასუხისმგებლობა კრემლის პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის შვილის, დარია დუგინას მკვლელობის საქმეზე და განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქე არ არის.

"ეს არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ის არ არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე... ჩვენ არ ვართ დაინტერესებული მისით. ის არ არის უკრაინის ტერიტორიაზე, არც ოკუპირებულ ნაწილებში."- განაცხადა ზელენსკიმ. 

მოსკოვში კრემლის პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის შვილი, დარია დუგინა მანქანაში 20 აგვისტოს, ღამით ააფეთქეს. იმავე მანქანაში თავად დუგინი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ბოლო მომენტში სხვა მანქანაში ჩაჯდა. სავარაუდოდ, სამიზნე სწორედ ის იყო. 

21 აგვისტოს მის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა, რუსეთის "ეროვნული რესპუბლიკური არმიის მებრძოლებმა" აიღეს. 

რუსული ФСБ აცხადებს, რომ გახსნეს დარია დუგინას მკვლელობის საქმე გახსნეს. 

მათი მტკიცებით, მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურებმა მოამზადეს, შემსრულებელი კი უკრაინის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ნატალია ვოვკია, რომელიც "დანაშაულის ჩადენის შემდეგ ესტონეთში მიიმალა". 


close დახურვა