logo
ENG



ზელენსკი: ირანისგან ოფიციალურ ბოდიშს ველით

11 იან 202012:02
3 წუთის საკითხავი
 
1g0txwhfoedyytm.jpg

 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ირანისგან ოფიციალურ ბოდიშსა და კომპენსაციას ელოდება. აღნიშნული განცხადება ზელენსკიმ საკუთარ Facebook გვერდზე გაავრცელა.

„დღევანდელი დილა კარგი არ იყო, მაგრამ სიმართლე მოიტანა. ჯერ კიდევ საერთაშორისო კომისიის მუშაობის დასრულებამდე, ირანმა თავისი ბრალი აღიარა. ჩვენ ველით ირანისგან მზაობას სრული თანამშრომლობისთვის გამოძიების პროცესში, დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემას, დაღუპულთა ცხედრების გადმოცემას, კომპენსაციის გადახდას და დიპლომატიური არხებით ოფიციალურად ბოდიშის მოხდას“, -წერს ვლადიმერ ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ ირანმა უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდება აღიარა, ოფიციალურმა თეირანმა შემთხვევას ადამიანური შეცდომა უწოდა. როგორც ირანის ხელისუფლებაში აცხადებენ, თეირანის აეროპორტთან უკრაინული თვითმფრინავი სამხედროებმა შემთხვევით ჩამოაგდეს.

8 იანვარს, ირანში „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. „ბოინგ 737“ ტიპის ხომალდზე 176 ადამიანი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, 176-ვე მგზავრი გარდაცვლილია.

 


close დახურვა