![2022/02/26/lpzk422tu50f7ig.jpeg](/uploads_script3/articles/2022/02/26/lpzk422tu50f7ig.jpeg)
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტვიტერზე თბილისში გამართულ აქციას ეხმაურება და წერს, რომ საოცარი ქართველი ხალხი ხვდება მეგობრის მხარდაჭერას და მოქალაქეები მთავრობაზე უკეთესნი არიან.
"საოცარ ქართველ ხალხს კარგად ესმის, რომ მეგობრებს გვერდით უნდა დაუდგე. მადლობა ყველა ადამიანს, თბილისსა და სხვა ქალაქებში, ვინც მხარს უჭერს უკრაინას და ეწინააღმდეგება ომს. მართლაც, ეს ის შემთხვევაა, როდესაც მოქალაქეები არ წარმოადგენენ მთავრობას, თუმცა, მთავრობაზე უკეთესები არიან." - ვოლოდიმირ ზელენსკი
Incredible Georgian people who understand that friends must be supported! Grateful to everyone in Tbilisi and other cities who came out in support of Ukraine and against the war. Indeed, there are times when citizens are not the Government, but better the Government.