ბათუმში პარაშუტი ჩამოვარდა, რომელზეც ტურისტი ცოლ-ქმარი იმყოფებოდნენ. როგორც ცნობილია, ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო კაცი კლინიკაში გადაიყვანეს.
ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, პარაშუტი ძლიერი ქარის გამო ჩამოვარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც წყლის ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.