logo
ENG



ზელენსკი: მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, მნიშვნელოვანია ძლიერი ერთიანობა

20 ოქტ 202318:22
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/20/qjqh2jnnsl3145q.jpg

უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა.

"მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესის ორი პარტიის და თითოეული ამერიკელის, მათი უდიდესი დახმარების და ლიდერობისთვის, რაც გვეხმარება მსოფლიოს ერთიანობაში, დავიცვათ სიცოცხლე და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი. უკრაინელებმა იციან, რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი ერთიანობა ტერორისგან, აგრესიისგან თავდაცვისთვის აქ, ჩვენს ქვეყანაში და პარტნიორ ქვეყნებში, შეერთებული შტატების ჩათვლით.

განვიხილეთ შემდგომი ნაბიჯები თავისუფლების დასაცავად. განვიხილეთ სამხედრო მხარდაჭერა და როგორ გვეხმარება ATACMS-ები ოკუპანტებისგან უკრაინის გათავისუფლების დაჩქარებაში", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კონგრესში სპეციალურ მოთხოვნას გაგზავნის, რომელიც ისრაელისთვის და უკრაინისთვის ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას გულისხმობს. ბაიდენს კონკრეტული თანხა არ დაუსახელებია, თუმცა 3 წყაროს ინფორმაციით, საუბარია 105 მილიარდ დოლარზე, საიდანაც 60 მილიარდი უკრაინისთვის იქნება გამოყოფილი, 14 მილიარდი დოლარი კი ისრაელისთვის.


close დახურვა