logo
ENG



ზელენსკი: მივიღე სიგნალები, პუტინს სურს პირდაპირი მოლაპარაკებები, შევთავაზე საჯარო ფორმატი

16 ნოე 202222:41
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: მივიღე სიგნალები, პუტინს სურს პირდაპირი მოლაპარაკებები, შევთავაზე საჯარო ფორმატი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაციისას მან მიიღო სიგნალები, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს პირდაპირი მოლაპარაკებები სურს. 

"მე მივიღე სიგნალები... რომ პუტინს სურს პირდაპირი მოლაპარაკება. მე მივიღე ასეთი სიგნალები. მე შევთავაზე საჯარო ფორმა, რადგან რუსეთი აწარმოებს საჯარო ომს." - განაცხადა პრეზიდენტმა უკრაინულ მედიასთან საუბრისას.

მან ასევე დაადასტურა შეხვედრა CIA-ს დირექტორთან უილიამ ბერნსთან კიევში. ზელენსკიმ თქვა, რომ ბერნსი დედაქალაქში იმყოფებოდა უკრაინის ტერიტორიაზე რუსული მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს.


close დახურვა