logo
ENG



ზელენსკი: მსოფლიოს სურს, უკრაინელებისგან ისწავლოს, როგორ იბრძოლონ და როგორ გაიმარჯვონ

16 ივნ 202208:38
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: მსოფლიოს სურს, უკრაინელებისგან ისწავლოს, როგორ იბრძოლონ და როგორ გაიმარჯვონ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მსოფლიოს სურს, უკრაინელებისგან ისწავლოს, როგორ იბრძოლონ და როგორ გაიმარჯვონ.

ვიდეომიმართვიას ზელენსკი ამბობს, რომ ომის განმავლობაში უკრაინის არმიამ დაამტკიცა, რომ სიბრძნითა და სიმამაცით აჯობა მტერს.

"ყველა საერთაშორისო კონტაქტისას მესმის აღფრთოვანება ჩვენი დამცველების ქმედებებით. მსოფლიოს ნამდვილად სურს, უკრაინელებისგან ისწავლოს, როგორ იბრძოლონ და როგორ გაიმარჯვონ.

ამ ომის 112 დღის განმავლობაში უკრაინის არმიამ დაამტკიცა, რომ ბრძოლის ველზე სიმამაცე და სიბრძნე, ტაქტიკურად უნართან ერთად აჯობებს და დაამაცრხებს მტერს. ეს ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ რუსული არმიის მნიშვნელოვანი უპირატესობაა ჯარისკაცების და აღჭურვილობის რაოდენობით", - ამბობს ზელენსკი. 


close დახურვა