logo
ENG



ზელენსკი: მშვიდობას მხოლოდ რუსული ტერორისტული შესაძლებლობების დემონტაჟი მოიტანს

06 დეკ 202209:37
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: მშვიდობას მხოლოდ რუსული ტერორისტული შესაძლებლობების დემონტაჟი მოიტანს

დღევანდელი სარაკეტო დარტყმები რუსეთმა ბუდაპეშტის მემორანდუმის წლისთავი აღნიშნა. ამ დოკუმენტის ბედი პასუხობს ბევრ აქტუალურ კითხვას რუსეთის შესახებ. ამ ტერორისტებთან მხოლოდ რაიმეს ხელმოწერას მშვიდობა არ მოაქვს. ისინი აუცილებლად დაარღვევენ შეთანხმებას. რუსეთისთვის უსაფრთხოების ნებისმიერი ელემენტის დათმობა ახალ ომს ნიშნავს, ამიტომ აუცილებელია, მსოფლიოს შეგნებული სახელმწიფოების არსებული პოლიტიკის გაგრძელება. მშვიდობას, მხოლოდ რუსული ტერორისტული შესაძლებლობების დემონტაჟი, ჩვენი ყველა ტერიტორიის გათავისუფლება და მკვლელების პასუხისგებაში მიცემა მოუტანს. მე მჯერა, რომ ჩვენ ამას მივაღწევთ.


close დახურვა