logo
ENG



ზელენსკი: მშვიდობა არის ის, რისკენაც მივისწრაფვით

25 ოქტ 202215:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/25/cpnwsx6m5wiwnbm.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მშვიდობა არის, ის რისკენაც უკრაინელი ხალხი მიისწრაფვის.

"მშვიდობა არის ის, რისკენაც მივისწრაფვით და რატომაც ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ფორმატში და სხვადასხვა დონეზე. რა დავკარგეთ ყველამ 2014 წელს, როდესაც რუსეთმა დაიწყო თავისი გიჟური აგრესია. დაიწყო ყირიმით," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკი ამბობს, რომ 2014 წლის მდგომარეობით, ყირიმი ევროპის ერთადერთი ნაწილია, სადაც დე ფაქტო გაწმენდები მოხდა - რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე. მისი თქმით, თუ ადამიანი მუსლიმია ან ყირიმელი, ან უკრაინული პასპორტი აქვს, რუსი ოკუპანტები მათ დამნაშავედ თვლიან. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინელი ხალხი უკვე მეცხრე წელია ასეთ პირობებში ცხოვრობს.

"ყირიმის რეინტეგრაცია არ იქნება ადვილი ამდენი წლის ოკუპაციის შემდეგ. მაგრამ თანამშრომლობის წყალობით, ამის უზრუნველყოფასაც მოვახერხებთ. სიტუაციას მთლიანად შევცვლით. ვინაიდან რუსული აგრესიის პოტენციალი მთლიანად განადგურდება, როდესაც უკრაინის დროშა დაბრუნდება თავის კუთვნილ ადგილას - ყირიმის ქალაქებსა და სოფლებში," - განაცხადა ზელენსკიმ.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა