logo
ENG



ზელენსკი: მჯერა, რომ ამერიკული დახმარება არ შეწყდება

29 იან 202415:53
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/29/dsa45rtcicu6l38.jpg

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატების დახმარება უკრაინისადმი არ შეწყდება.

"მჯერა, რომ ამერიკული დახმარება არ შეწყდება, რომ ევროპა მარტო არ დარჩება. ეს კომპლექსური საკითხია. მხოლოდ ევროპა ვერ შეძლებს იმ დონეზე იარაღით და ფინანსებით დახმარებას, რასაც აქამდე უკრაინა იღებდა.

თუ უკრაინა მტერს ვერ მოიგერიებს, პუტინი უფრო წინ წავა და ეს ამერიკის გზავნილი იქნება ევროპისთვის, რომ მას რუსეთთან გამკლავება მარტოს მოუწევს. ეს სერიოზული საკითხია, რითაც პუტინი აუცილებლად ისარგებლებს", - ამბობს ზელენსკი.

ოქტომბერში აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონგრესს თხოვნით მიმართა, უკრაინის, ისრაელისა და შტატების საზღვრის უსაფრთხოების გეგმის დასაფინანსებლად 106 მილიარდი დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით. ინიციატივა წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო შეჩერდა.


close დახურვა