უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეში, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში ჩავიდა, სადაც სამხედროებს შეხვდა და მათი ნაწილი დააჯილდოვა.
"ვამაყობ ყველათი, ვისაც შევხვდი, ვისაც ხელი ჩამოვართვი, ვისთანაც მქონდა კომუნიკაცია, ვის მიმართაც გამოვხატე მხარდაჭერა", - ამბობს ზელენსკი ვიდეომიმართვაში.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი მარიუპოლის მცხოვრებლებს შეხვდა და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო.
"შევხვდი მარიუპოლის მცხოვრებლებს, რომლებმაც შეძლეს ქალაქის დატოვება. აქ მათ ადამიანური და თბილი გარემო დახვდათ. პირობები ვნახე - დროებით, მაგრამ არ არის ცუდი. გავიგე მათი რთული კითხვები. ვფიქრობ, მოვაგვარებთ. თითოეულ ოჯახს თავისი ისტორია აქვს. უმეტესობა მამაკაცის გარეშეა დარჩენილი. ვიღაცის ქმარი ომში წავიდა, ვიღაც ტყვეობაშია, ვიღაც გარდაიცვალა. ეს ტრაგედიაა. არც სახლი, არც საყვარელი ადამიანი, მაგრამ საჭიროა ცხოვრება ბავშვებისთვის. ნამდვილი გმირები ჩვენ შორის არიან", - თქვა ზელენსკიმ.