ოკუპანტებო, დაბრუნდით სახლში! ასეთი შესაძლებლობა ჯერ კიდევ არის. შანსი აქვს თითოეულ ჯარისკაცს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გადმოისროლეს, თითოეულს, ვინც ჯერ არ დაღუპულა, არ დაჭრილა ან ტყვედ არ ჩავარდნილა. რუსეთს უკრაინაში ისეთი დანაკარგები აქვს, როგორიც არ ჰქონია სირიაში, ჩეჩნეთში. არ ჰქონია საბჭოთა ჯარებს ავღანეთში.
თუ თქვენი ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გაგრძელდება, რუსი დედები იმაზე მეტ შვილს დაკარგავენ, ვიდრე სირიისა და ავღანეთის ომებში ერთად აღებული. რაში გჭირდებათ ეს? თითოეული რუსი ჯარისკაცი, რომელიც იარაღს დაყრის, მიიღებს შანს, გადარჩეს. მივმართავ მათ, ახალწვეულებს, რომლებიც ამ ომში მიატოვეს, იმ რუს ჯარისკაცებსაც, რომელთაც თვითგადარჩენის ინსტინქტი უმუშავებთ - დაყარეთ იარაღი. ასე უკეთესია, ვიდრე ჩვენს მიწაზე დაღუპვა.