logo
ENG



ზელენსკი: პუტინი მიდის იქამდე, რომ მასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან არავინ დაჯდეს

23 სექ 202211:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/23/1yq8irfh6f3ur8d.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თავად მიდის იქამდე, რომ მასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან არავინ დაჯდეს. ამასთან, ზელენსკი აღნიშნავს, რომ მასსა და პუტინს შორის მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობა სულ უფრო მეტად მცირდება.

"ვფიქრობ, ნაბიჯ-ნაბიჯ ეს შესაძლებლობები სულ უფრო და უფრო მცირდება. ვფიქრობ, რომ თავად პუტინი მიდის იქამდე, რომ მასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან არავინ დაჯდეს.

მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, თუ ისინი [რუსები] დატოვებენ ჩვენს ტერიტორიებს და ჩვენ ვიქნებით საზღვრებთან, ტერიტორიულად ისინი ჩვენს მეზობლად დარჩებიან და ამ მომენტიდან ჩვენ შეგვეძლება დავსხდეთ მაგიდასთან და ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ ვიცხოვროთ," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

გუშინ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინმა ომი უკვე წააგო. მისი თქმით, ისტორიულად, ის დამარცხდა და არა უკრაინა. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ პუტინი დამარცხდა თავის ქვეყანასთან, მთელ მსოფლიოსთან და ამავე დროს დემოკრატიასთან.


close დახურვა