logo
ENG



ზელენსკი: რუსებმა უკრაინაში შეჭრის დღიდან 2 154 რაკეტა ჩამოაგდეს

10 მაი 202223:40
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: რუსებმა უკრაინაში შეჭრის დღიდან 2 154 რაკეტა ჩამოაგდეს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოკუპანტებმა, უკრაინაში შეჭრის დღიდან, ქალაქებსა და სოფლებში 2 154 რაკეტა ჩამოაგდეს.

ამასთან, ზელენსკის თქმით, ომის დაწყებიდან, უკრაინის ცაზე ოკუპანტების 2 770 თვითმფრინავი დააფიქსირეს.

"რუსული თვითმფრინავები განუწყვეტლივ ისვრიან საჰაერო და ფოსფორის ბომბებს იმ შენობებში, სადაც ზუსტად იციან, რომ საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობს. ისვრიან იქ, სადაც ადამიანები იმალებიან. ჩვეულებრივი, მშვიდობიანი უკრაინელები, როგორიც თქვენ ხართ. ეს ჩვეულებრივი ტერორია", - თქვა ზელენსკიმ მალტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.


close დახურვა