logo
ENG



ზელენსკი: რუსეთის მიერ ირანისთვის თხოვნით მიმართვის ფაქტი კრემლის გაკოტრების აღიარებაა

19 ოქტ 202201:14
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: რუსეთის მიერ ირანისთვის თხოვნით მიმართვის ფაქტი კრემლის გაკოტრების აღიარებაა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთის მიერ ირანისთვის სამხედრო დახმარების თხოვნა "კრემლის სამხედრო-პოლიტიკური გაკოტრების აღიარებაა".

"უნდა გვახსოვდეს - ის ფაქტი, რომ რუსეთმა დახმარებისთვის მიმართა ირანს, არის კრემლის სამხედრო-პოლიტიკური გაკოტრების აღიარება. ათწლეულების განმავლობაში ისინი მილიარდობით დოლარს ხარჯავდნენ თავიანთ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე და საბოლოოდ, თეირანის წინაშე ქედი მოიხარეს, რათა მიიღონ საკმაოდ მარტივი დრონები და რაკეტები. სტრატეგიულად, ეს მათ მაინც არ დაეხმარება", - თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

გუშინ, 18 ოქტომბერს Reuters-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთს დრონების გარდა, რაკეტების მიწოდებას დაჰპირდა.

მანამდე, 14 სექტემბერს ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი სანქცირებული ქვეყნებიდან, მათ შორის ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან იარაღის მიღებას ზრდიდა.

ბრიტანეთის უწყების თქმით, რუსეთი, უკრაინასთან ომში, სავარაუდოდ, ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რამდენიმე ათეული ირანული დრონი უკვე გაანადგურეს.~

თუმცა ირანი უარყოფს, რომ რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებელი იარაღით ამარაგებს და აცხადებს, რომ "ეს არ გაუკეთებია და არ გააკეთებს".


close დახურვა