უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ომის გახანგრძლივებას და უკრაინელების ძალების ამოწურვას იმედოვნებს.
"რუსეთი ომის გახანგრძლივებას, ჩვენი ძალების ამოწურვას იმედოვნებს. ასე რომ, დრო უნდა გავხადოთ ჩვენს იარაღად. ჩვენ უნდა დავაჩქაროთ მოვლენები, დავაჩქაროთ მიწოდება და უკრაინისთვის საჭირო შეიარაღების ახალი ვარიანტების გახსნა", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, ამ კვირაში უკრაინას აქვს მნიშვნელოვანი თავდაცვითი შედეგები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, გერმანიასთან, პოლონეთთან, კანადასთან, ბელგიასთან, ნორვეგიასთან, იტალიასთან და სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში.
"მომდევნო კვირა არანაკლებ ძლიერი უნდა იყოს ჩვენი თავდაცვისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინამ არაერთხელ მოუწოდა თავის მოკავშირეებს, გადაეცათ F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, ევროპელმა პარტნიორებმა ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაიწყეს.