logo
ENG



ზელენსკი: რუსეთმა ირანისგან 250 ირანული დრონი "Shahed" მიიღო

19 დეკ 202218:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/19/bi0z6fq5f8lccc1.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა ირანისგან 250 ირანული დრონი "Shahed" მიიღო.

"ამ ღამეს უკრაინას ისევ დაესხნენ თავს ირანული დრონები, 34 "Shahed", რიცხვსაც ვამბობ და სახელსაც, საკმაოდ კონკრეტულად. ეს არის "Shahed" ახალი პარტიიდან, რომელიც რუსეთმა ირანიდან მიიღო. 250 - ამდენი "Shahed" მიიღო ახლა ტერორისტულმა სახელმწიფომ", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, რუსული რაკეტები და ირანული უპილოტო თვითმფრინავები მუდმივად გამოიყენება დარტყმისთვის, უპირველეს ყოვლისა, უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე.

16 დეკემბერს, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი, უკვე მეცხრე ფართომასშტაბიანი სარაკეტო შეტევა განახორციელა. რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე 70 საკრუიზო და 4 მართვადი საჰაერო რაკეტა გაუშვეს, აქედან 60 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.


close დახურვა