logo
ENG



ზელენსკი: რუსეთმა ჩვენს მიწაზე ომი მოიტანა და იგრძნოს, რა გააკეთა

08 აგვ 202421:34
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/08/ddyub5b1uhmgc37.png

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ვიდეო მიმართვაში პირდაპირ არ ახსენა კურსკის ოლქზე შეტევა, თუმცა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის მიწაზე ომი მიიტანა და "უნდა იგრძნოს, რა გააკეთა".

როგორც მან თქვა, შეიარაღებული ძალების მთავარსარდლისგან სამი ანგარიში მიიღო, თუმცა დეტალებზე არ ისაუბრა.

"უკრაინელებმა საკუთარი მიზნების მიღწევა იციან. და ომში მიზნებიც მიღწევა ჩვენ არ აგვირჩევია. რუსეთმა ჩვენ მიწაზე ომი მოიტანა და უნდა იგრძნოს, რა გააკეთა", - თქვა ზელენსკიმ.

კურსკის ოლქში შეტევაზე უკრაინა ღიად არ საუბრობს და ამ მხრივ სიჩუმეს ინარჩუნებს. დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ "ომი ომია, რომელსაც თავისი წესები აქვს და რომელშიც აგრესორი ყოველთვის იწვნევს შესაბამის შედეგს". გარდა ამისა, მან თქვა, რომ "ნებისმიერი ესკალაციის მიზეზი, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე, კრემლისავე აგრესიაა".

უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთში, კურსკის ოლქში შევიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინელი ჯარისკაცების ორი ბატალიონი გადავიდა.

პირველი ინფორმაცია კურკის ოლქთან დაკავშირებით 6 აგვისტოს გავრცელდა. 7 აგვისტოს რუსული ტელეგრამ არხები უკვე წერდნენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინელები გადავიდნენ.

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეტევას "მასშტაბური პროვოკაცია" უწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ასევე ადგილობრივ მოსახლეაობაში დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.


close დახურვა