logo
ENG



ზელენსკი: რუსი ჯარისკაცებისთვის ერთადერთი გამოსავალი უკრაინული ძალებისთვის დანებებაა

15 სექ 202215:45
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/15/6s0pl3hano5l5xx.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსი ჯარისკაცებისთვის ერთადერთი გამოსავალი უკრაინული ძალებისთვის დანებებაა.

"ისტორიას ადამიანები წერენ, არაადამიანები - არასდროს. მოვლენები აჩვენებს, რომ რუსი ჯარისკაცებისთვის ერთადერთი გამოსავალი უკრაინული ძალებისთვის დანებებაა. მხოლოდ ეს უზრუნველყოფს მათი სიცოცხლის შენარჩუნებას ყველა კონვენციის შესაბამისად.

ისეთ სამიზნეებზე დარტყმა, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ სამხედრო ღირებულება, დღეში ფაქტობრივად ასიათასობით რიგითი მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი - კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც რუსეთი წააგებს. წააგებს არამხოლოდ ამ ომს, არამედ თავად ისტორიას.

მადლობა ყველა ჩვენს ჯარისკაცს! მადლობა ყველას, ვინც რუსეთის დარტყმის შემდეგ სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობდა. ჩვენ ვუპასუხებთ ტერორისტებს თითოეული მათი სისასტიკის გამო, თითოეული რაკეტისთვის, თითოეული ჭურვისთვის. ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.


close დახურვა