logo
ENG



ზელენსკი: საკის აეროდრომზე განადგურებულია SU-24M ტიპის თვითმფრინავი

22 აგვ 202615:08
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/22/7s0dkfdzl92qw0k.png

უკრაინის შორ მანძილზე განხორციელებული დარტყმები კვლავ ზღუდავს რუსეთის სამხედრო და ეკონომიკურ პოტენციალს, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენმა ქვედანაყოფებმა ფრონტის ხაზიდან 1000 კილომეტრის დაშორებით მდებარე ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს. ეს არის ექსპორტიდან მიღებული მილიონობით დოლარი, რომელიც რუსეთის სამხედრო მანქანას აფინანსებდა. ასევე, სამიზნე გახდა ლოგისტიკური ჰაბი სამარის რეგიონში.

ჩვენი საშუალებები გამოყენებულ იქნა შავი ზღვის აკვატორიაშიც. არსებობს წინა დარტყმების დადასტურებული შედეგებიც: „საკის“ აეროდრომზე განადგურებულია „SU-24M“ ტიპის თვითმფრინავი და აეროდრომის ტექნიკის ოთხი ერთეული, ხოლო ბრიანსკის რეგიონში განადგურებულია დრონების მართვის სიგნალის გამაძლიერებლები, რომლებითაც ოკუპანტები უპილოტო საფრენ აპარატებს მშვიდობიანი უკრაინული ქალაქებისა და სოფლებისკენ მიმართავდნენ.

მადლობას ვუხდი უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა მეომარს ხარისხიანი მუშაობისა და რუსეთისთვის სტრატეგიული ზურგის წართმევისთვის. 


close დახურვა