მოკლული უკრაინელები ბუჩაში, ირპენსა და სხვა ქალაქებში, სადაც რუსი სამხედროები შევიდნენ - ბოლო არგუმენტია. ბოლო არგუმენტია რუსეთის ყველა მოქალაქისთვის, რათა გადაწყვიტოთ - ომის მხარეს ხართ თუ მშვიდობის. თუ ომის მხარეს ხართ, მაშინ სამუდამოდ - სიცოცხლის ბოლომდე - იქნებით გარიყულნი და ბოლოს და ბოლოს ყველაფერს დაკარგავთ. თუ მშვიდობისკენ - თუ ცოტა ოდენი სირცხვილის გრძნობა გაქვთ იმის გამო, რასაც რუსი სამხედროები უკრაინაში აკეთებენ, რუსეთის ასეთი მოქალაქეებისთვის გადამწყვეტი მომენტია: უნდა მოითხოვოთ - ზუსტად მოითხოვოთ - ომის დასრულება. სჯობს ახლა, მშვიდობის მოთხოვნით, რაღაცა დაკარგო, როგორღაც შეეჯახა რეპრესიის რუსულ მანქანას, ვიდრე ცხოვრების ბოლომდე ვინმემ ნაცისტებთან გაგაიგივოს.
ზელენსკი: სჯობს ახლა, მშვიდობის მოთხოვნით რაღაც დაკარგო, ვიდრე ნაცისტებთან გაგაიგივონ
07 აპრ 202202:55
3 წუთის საკითხავი