logo
ENG



ზელენსკი: უკრაინა აღარასოდეს გაჩერდება შუა გზაზე

03 დეკ 202217:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/03/k1mg8q1x8d7c4s8.jpg

მთელი კვირის განმავლობაში, ჩვენ ევროპის დედაქალაქებში სხვადასხვა დონეზე ვმუშაობდით, რომ მივიღოთ არსებითად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა სპეციალური ტრიბუნალის ასამოქმედებლად, რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებული ტრიბუნალის. ლონდონი, პარიზი, ბერლინი, ვარშავა და სხვა დედაქალაქები - ყველგან ვაძლიერებთ ჩვენს პოზიციებს და ვაგროვებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას. დარწმუნებული ვარ, რომ ტრიბუნალი იქნება და იქნება სამართლიანობაც. ამ დღეებში გადავდგით გარკვეული ნაბიჯები ჩვენი ხალხის სულიერი დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. ვხედავ, რომ ხალხი მხარს უჭერს ამ ნაბიჯებს. ვხედავ ძალიან ძლიერ მხარდაჭერას და ეს ყველაფერი არ არის, იქნება უფრო მეტი ნაბიჯი. უკრაინა აღარასოდეს გაჩერდება შუა გზაზე.


close დახურვა