logo
ENG



ზელენსკი: უკრაინა იყო, არის და იქნება დასავლური სამყაროს ნაწილი

14 ოქტ 202214:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/14/0225sk4s6buvdmc.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა იყო, არის და იქნება დასავლური სამყაროს ნაწილი.

"უკრაინა იყო, არის და იქნება დასავლური სამყაროს ნაწილი. ჩვენ ამას დღეს კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, ვიცავთ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას, არამედ მთელ ევროპას," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

დღეს ზელენსკიმ უკრაინელ დამცველებს 14 ოქტომბერი მიულოცა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც წარსულში უკრაინისთვის იბრძოდა და ვინც ახლა იბრძვის. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინელები აუცილებლად გაიმარჯვებენ.

"14 ოქტომბერს უკრაინის დამცველთა დღეს აღვნიშნავთ. ეს არის მათი დღე, ვინც იბრძვის. ეს არის დღე, იმისა რისთვისაც ვიბრძვით. ეს არის გამარჯვების დღე, რომელსაც ჩვენ მოვიპოვებთ,"- განაცხადა ზელენსკიმ.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა