logo
ENG



ზელენსკი: უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ოკუპაციისგან 1 888 დასახლება გაათავისუფლეს

08 დეკ 202211:04
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/08/sfvgdpfnwkpyak8.jpeg

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ოკუპაციისგან 1 888 დასახლება გაათავისუფლეს.

ზელენსკის თქმით, 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ტოტალური ომი დაიწყო.

"ეს არის ომი გადარჩენისთვის. ასობით ჩვენი ქალაქი და სოფელი უბრალოდ გადაიწვა რუსული თავდასხმების გამო. 1888 დასახლებული პუნქტის გათავისუფლება ოკუპანტებისგან უკვე შევძელით. თუმცა კიდევ ამდენივე ადგილი გასათავისუფლებელია. ის კი ნიშნავს იმას, რომ ახლა ბრძოლის ველზე მილიონობით ადამიანის ბედი წყდება. მილიონობით ადამიანის, რომლებიც შეგვიძლია გადავარჩინოთ", - თქვა ზელენსკიმ.


close დახურვა