logo
ENG



ზელენსკი: ჩვენი მტრის გზა არის დამარცხება, სირცხვილი და გმობა

23 ოქტ 202215:45
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/23/j6a8djnjpjnd6r2.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის მტრის გზა არის დამარცხება, სირცხვილი და გმობა.

"ჩვენი სახელმწიფოს გზა არის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, ცივილიზებულ სამყაროსთან ინტეგრაციისა და სოციალური განვითარების გზა. ჩვენი მტრის გზა არის დამარცხება, სირცხვილი და გმობა," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ბოლო კვირების განმავლობაში, რუსული ძალები აქტიურად ურტყამენ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. 10 ოქტომბერს, მასიური სარაკეტო დარტყმის შედეგად 30-ზე მეტი დასახლების ინფრასტრუქტურა დაზიანდა. რუსული დაბომბვის შედეგად, უკრაინის მთლიანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით 40% დაზიანდა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა