ამ ბრძოლაში ჩვენ გვაქვს ერთი ძლიერი და ეფექტური იარაღი. ჩვენი სულისა და ცნობიერების ურო და ხმალი. სიმამაცე და გამბედაობა. სათნოება, რომელიც კეთილი საქმეებისკენ და ბოროტების დაძლევისკენ გვიბიძგებს.
გამბედაობის მთავარი აქტი გამძლეობა და ყველაფრის მიუხედავად, საქმის ბოლომდე მიყვანაა. ჭეშმარიტება გზას გვინათებს. ჩვენ ეს ვიცით. ჩვენ მას ვიცავთ. ჩვენი სიმართლე თავისუფლებისთვის ბრძოლაა. თავისუფლებას მაღალი ფასი აქვს, მაგრამ მონობა კიდევ უფრო ძვირი ღირს.