logo
ENG



ზელენსკი: ჩვენ არასდროს არ უნდა შევწყვიტოთ თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვა

08 ოქტ 202215:38
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/08/j72ds99t3calcxv.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელმა ხალხმა არასდროს არ უნდა შეწყვიტოს თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვა.

"ჩვენ ძლიერები უნდა ვიყოთ გამარჯვებამდე, რათა შევინარჩუნოთ ყველაფერი, რასაც ასე ვაფასებთ. ჩვენ არასდროს არ უნდა შევწყვიტოთ თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვა, რათა ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა ისარგებლონ მინიმუმ იმდენი უფლებებითა და თავისუფლებით, რამდენიც ჩვენ გვაქვს," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

გუშინ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 1 ოქტომბრიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მხოლოდ ხერსონის რეგიონში 500 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს. მისი თქმით, ხერსონის რეგიონში რუსი ოკუპანტებისგან კიდევ რამდენიმე სოფელი გათავისუფლდა. უკრაინის არმიამ დაიბრუნა ნოვოჰრიჰორივკასა და პეტროპავლივკას დასახლებები. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ უკრაინული ჯარები წინ ხერსონის სოფლების გავლით მიიწევენ.

30 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას NATO-ში დაჩქარებული წესით შესვლის შესახებ განაცხადი შეაქვს.

"დღეს უკრაინას შეაქვს განაცხადირომ ეს გახდეს დე იურეპროცედურის თანახმადრომელიც შეესაბამება ჩვენს ღირებულებას მთელი ჩვენი საზოგადოების დასაცავადდაჩქარებული წესით," - განაცხადა ზელენსკიმ.  


close დახურვა