ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი უკრაინაში ჩავიდა და მუშაობა დაიწყო.
მისი თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საგამოძიებო ჯგუფმა უკრაინის სამართალდამცავებთან ერთად უკვე დაიწყო უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ძალების ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ სამხილების შეგროვება.
„უნდა იყოს საერთაშორისო ტრიბუნალი და იქნება კიდეც. იმ ყველაფრის გამო, რაც მათ უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინეს, ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების ტერორიზმის ყველა აქტის გამო.
მე ვესაუბრე დღეს კარიმ ხანს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს ჰააგაში. ის უკვე უკრაინაშია, უკვე დაიწყო მუშაობა. შესაბამისად, ოკუპანტებს უკრაინელების წინააღმდეგ განხორციელებული ომის ყველა დანაშაულის გამო პასუხს აგებენ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.