logo
ENG



ზელენსკი: 274 დღე გავიდა და აშკარაა, რომ რუსეთის ანტიევროპული აგრესია მარცხდება

25 ნოე 202215:11
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/25/m2jyl8tfoznczpm.jpg

წელს უკრაინაში ფრონტის ხაზი გახდა ევროპის ბრძოლის ხაზი საკუთარი თავისთვის. 274 დღე გავიდა და აშკარაა, რომ რუსეთის ანტიევროპული აგრესია მარცხდება, ევროპული თავისუფლება კი გარანტირებული იქნება.

რუსეთი კვლავ მიმართავს ტერორის სხვადასხვა ფორმებს. რუსეთს ჯერ კიდევ აქვს საკმარისი რაკეტები და არტილერია, რომ ყოველდღე ხალხი დახოცოს და ახალი სირთულეების პროვოცირება მოახდინოს უკრაინისთვის და მთელი ევროპისთვის. არ არსებობს უკრაინა ევროპისგან ცალკე, ისევე როგორც არ არსებობს პოლონეთი, ან ლიეტუვა, ან რუმინეთი, ან ლატვია, ან გერმანია, ან საფრანგეთი ევროპისგან ცალკე. ეს ჩვენი კონტინენტია. ეს არის ჩვენი ცხოვრება. და ეს არის ჩვენი გზა, რომლის გავლაც შეგვიძლია. ეს ზამთარიც და ეს ომიც. ჩვენ ყველანი ერთად ვართ - ყველა ევროპელი.


close დახურვა