უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირველი უცხოელი ლიდერია, რომელთანაც ბრიტანეთის ახალმა პრემიერმინისტრმა ლიზ ტრასმა სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ზელენსკი Twitter-ზე წერს.
"მე გავხდი პირველი უცხოელი ლიდერი, ვინც ახალარჩეულ ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, ლიზ ტრასს ესაუბრა. მოვიწვიე ის უკრაინაში. მადლობა გადავუხადე ბრიტანელებს უკრაინის თავდაცვისა და ეკონომიკური მხარდაჭერისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთი მზად არის მისი შემდგომი გაძლიერებისთვის", - წერს ზელენსკი.
ამასთან, ზელენსკი წერს, რომ ტრასთან საუბრისას განიხილა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, ომის შემდგომ აღდგენაში ბრიტანეთის მონაწილეობა და რუსეთზე შემდგომი ზეწოლა.
"მიზანია აგრესიის შეჩერება და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარება. ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას ყველა ფორმატში", - დასძინა ზელენსკიმ.
I became the 1st foreign leader to have a conversation with the newly elected PM @trussliz. Invited her to Thanked people for the major defense & economic aid for It's important that is ready to further strengthen it. Attention was paid to security guarantees 1/2