უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და საფრანგეთის ლიდერი ემანუელ მაკრონი ბრიუსელში ჩავლენ. ორი ქვეყნის ლიდერი ევროკავშირის სამიტს დაესწრება. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
ელისეს სასახლის პრესრელიზში წერია, რომ ზელენსკი და მაკრონი ბრიუსელში ადგილობრივი დროით 10:00 საათზე [თბილისის დროით 13:00 საათზე] ჩავლენ. ზელენსკი ევროკავშირის სამიტს საპატიო სტუმრის სტატუსის დაესწრება. იგი ევროკავშირს ავიაგამანადგურებლების გადაცემის თხოვნით მიმართავს.
გუშინ, უკრაინის პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთშიც იმყოფება, სადაც ის პრემიერმინისტრ რიში სუნაკს, დიდი ბრიტანეთის მეფეს ჩარლზ III-ს და სხვა თანამდებობის პირებს შეხვდა, რის შემდეგაც ის საფრანგეთში გაემგზავრა და ემანუელ მაკრონს შეხვდა. შეხვედრებზე ზელენსკი პარტნიორებს ავიაგამანადგურებლების უკრაინისთვის გადაცემა სთხოვა.